ოსი სეპარატისტები 20 სექტემბეტს ე.წ. რესპუბლიკის დღეს აღნიშნავენ და ამასთან დაკავშირებით საქართველოსთან არსებულ ე.წ. საზღვარს კეტავენ. განცხადებას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
„სამხრეთ ოსეთში რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გამო სახელმწიფო საზღვარი ორი დღის განმავლობაში ჩაკეტილი იქნება",_ წერენ სეპარატისტები.
მათივე ინფორმაციით, გადასვლა ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბრის 20:00 საათიდან შეწყდება და 21 სექტემბრის 09:00 საათიდან განახლდება.