დღეს, 14:00 საათზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით გაიმართება შეხვედრა აჭარის მუნიციპალიტეტების გამგეობების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე, სამინისტროსა და გამგეობების 2015 წლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების პროექტები განიხილება. შეხვედრის მიზანია უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგბული პროგრამების შედგენა.
შეხვედრას, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე უხელმძღვანელებს, მინისტრი 2015 წლის პროგრამების პროექტებს პრეზენტაციის სახით წარადგენს. შეხვედრის მონაწილეები მოისმენენ მუნიციპალიტეტების სამსახურების ხელმძღვენელების მოხსენებებსაც.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მისამართი: ქ. ბათუმი, მ. კომახიძის ქ. N19
მასალის გამოყენების პირობები