სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 505 ოჯახის დახმარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზრვო ფონდიდან გამოიყო 696 939 ლარი. აქედან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 17 ოჯახი, ხოლო ფინანსური დახმარება გაეწია 488 ოჯახს, მათ შორის:
ქობულეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 124 383 ლარი 25 ოჯახის დახმარების მიზნით. აქედან:
• მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 17 ოჯახს, ქირისათვის გამოეყო 45 900 ლარი.
• 7 ოჯახისათვის სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა/მშენებლობისათვის გამოეყო 78 483 ლარი.
• 1 ოჯახს გადაეცა ბინა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს გამოეყო 101 825 ლარი 24 ოჯახის დახმარების მიზნით. აქედან:
• მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 9 ოჯახს, ქირისათვის გამოეყო 24 300 ლარი.
• 10 ოჯახისათვის სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა/მშენებლობისათვის გამოეყო 77 525 ლარი.
• 5 ოჯახს გადაეცა ბინა.
ქედის მუნიციპალიტეტს გამოეყო 214 478 ლარი 262 ოჯახის დახმარების მიზნით. აქედან :
• 4 ოჯახისათვის სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა/მშენებლობისათვის გამოეყო 33 925 ლარი.
• 258 ოჯახის კუთვნილ სასოფლო - სამეურნეო პლანტაციების დაზიანების გამო, აუნაზღაურდათ მოსავლის ზარალი 180 553 ლარი.
შუახევის მუნიციპალიტეტს გამოეყო 28 670 ლარი 14 ოჯახის დახმარების მიზნით. აქედან :
• 3 ოჯახისათვის სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა/მშენებლობისათვის გამოეყო 28 670 ლარი.
• 11 ოჯახს გადაეცა ბინა.
ხულოს მუნიციპალიტეტს გამოეყო 164 583 ლარი 169 ოჯახის დახმარების მიზნით. აქედან :
• 155 ოჯახის კუთვნილ სასოფლო სამეურნეო პლანტაციების დაზიანების გამო აუნაზღაურდათ მოსავლის ზარალი 41 820 ლარი.
• 14 ოჯახი ოჯახისათვის სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა/მშენებლობისათვის გამოეყო 122 763 ლარი.
ქალაქ ბათუმის მერიას გამოეყო 63 000 ლარი, ხანძრის შედეგად დაზარალებული 11 ოჯახის დახმარების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები