შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის საზღვაო რაიონში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, სენ ვინსენტის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „ HONG MASTER" დააკავეს. გემის კაპიტნის ჩინეთის მოქალაქე XINJU YU-ს მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი)მუხლის I ნაწილით.
აღნიშნული გემის კაპიტანს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.