ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ISAF-ის სამხრეთის რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელმა ISAF-ის მედლები სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გადასცა.
გენერალ-მაიორმა მაიკლ ბილსმა ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისა და წარმატებული სამხედრო მისიისთვის მადლობა გადაუხადა.