მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულების დაკრძალვა დღიდან დაიწყება.
გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად მოსკოვის მერია გაიღებს. აფეთქების დროს გარდაცვლილებიდან ამ დროისთვის მხოლოდ ორი ადამიანის ცხედარია ამოუცნობი, ხოლო დანარჩენი 37 გარდაცვლილის ვინაობა გარკვეულია.
ტერაქტის შედეგად დაზარალებულები კვლავ საავადმყოფოებში რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში 29 მარტს, ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" 07:56 საათზე, მეორე კი "პარკ კულტურიში" 08:39 საათზე დაფიქსირდა. ტერაქტს 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.