თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ,,ძლიერთა თამაშებში" მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გუნდის მხარდასაჭერად ლონდონში გაემგზავრა.
,,ძლიერთა თამაშები" დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ინიციატივით და მხარდაჭერით იმართება და მასში 14 ქვეყნის შეიარაღებული ძალების გუნდი იღებს მონაწილეობას. საბრძოლო მოქმედებებისას დაშავებული სამხედროები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობებში ეჯიბრებიან. ქართულმა გუნდმა დღეს პირველი მედალი მშვილდოსნობაში მოიპოვა. მალხაზ შეყელაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო.
პრინცმა ჰარიმ ქართველ მებრძოლებს საპრიზო ადგილის მოპოვება პირადად მიულოცა. ლონდონში საქართველოს შეიარაღებული ძალების გუნდთან ერთად იმყოფება, ასევე, მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანიც.