მთაწმინდაზე ტყის მასივი იწვის. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა ცეცხლი, დაახლოებით, ჰექტარნახევარზეა მოდებული და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ხანძრის ჩასაქრობად.
მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე 13 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
ჯერჯერობით, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.