,,ნაცმოძრაობის" წევრის სერგო რატიანის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი გაეროში ჩაშლილ ვიზიტი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების წინააღმდეგ გადადგმული ქმედებაა. როგორც საკითხის კომენტირებისას რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა აღნიშნული ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილი მითითებით განხორციელდა.
,, სამარცხვინოა, როცა არაფორმლაური პირის ოლიგარქის მითითებით იშლება ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი. Eეს არის ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და სამარცხვინოა მთავრობა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტს ჩაშლის, არაფორმალური პირის მითითებით", _განაცხადა რატიანმა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის გაეროში აღარ გაემგზავრება. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა მოხდა ორგანიზებული მუშაობა მისი აშშ-ში ვიზიტის საწინააღმდეგოდ.