საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, თუ გაეროსო თუ პრეზიდენტის ვიზიტი არ შედგება მიმაჩნია, რომ იქნება ძალიან სწორე. როგორც ჟურნალისტებთან საგანელიძემ განაცხადა იგი შორის დგას იმ აზრისგან, თითქოს, პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო და მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტი ჩაიშალა.
,,თუ პრეზიდენტის ვიზიტი არ შედგება მიმაჩნია, რომ იქნება ძალიან სწორე და ეს იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტილება ბატონი პრეზიდენტის. ის რომ ეს იყო ჩაშლა და ვიღაცამ მოაწყო გარკვეული შეთქმულება, ამ მოსაზრებისგან ძალიან შორს ვარ და დარწმუნებული ვარ, ბატონი პრეზიდენტი ამ კონტექსტში არ იტყოდა", _განაცხადა საგანელიძემ.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის გაეროში აღარ გაემგზავრება. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა მოხდა ორგანიზებული მუშაობა მისი აშშ-ში ვიზიტის საწინააღმდეგოდ.
,,სამწუხაროდ, მოხდა ძალიან ორგანიზებული მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღმდეგოდ და მინდა გითხრათ რომ ამ მუშაობის შედეგად, სამწუხაროდ, ვიზიტი ამერიკაში არის ჩაშლილი. ეს არის რეალურად, ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტი ინსტიტუტის საპირისპიროდ", _განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, დაპირისპირება სამწუხაროდ გადავიდა პრობლემურ დაპირისპირებაში.
"გუშინ შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს და მქონდა განცდა, რომ ჩვენ მივდივართ სიტუაციის დალაგებისკენ. მაგრამ მოხდა ძალიან სერიოზული ორგანიზებული მუშაობა პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღმდეგოდ და ამ მუშაობის შედეგად, სამწუხაროდ, პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში არის ჩაშლილი. ეს არის არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ, ეს არის არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, არამედ, გარკვეული უწყებრივი დაპირისპირებიდან გამომდინარე", - განაცხადა მარგველაშვილმა.