აჭარის მუნიციპალიტეტებში თვითპრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბიბისა და CV-ის შედგენის საკითხებზე უფასო სემინარ-ტრენინგები ჩატარდება. პირველი ოქტომბრიდან აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტო სემინარ-ტრენინგებს მუნიციპალიტეტებში ჩაატარებს. ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურში და ქობულეთში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს სემინარი თვითპრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბების, სამოტივაციო წერილისა და CV-ის შედგენის საკითხებზე ჩაუტარდებათ. ვინაიდან, სააგენტო არის მხოლოდ შუამავალი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, სააგენტოს მიერ შეთავაზებული რეზიუმეს განხილვასა და კადრების შერჩევაზე გადაწვეტილებას დამსაქმებელი იღებს. ყველაფერი სამუშაოს მაძიებელზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ თვითპრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება, CV-ისა და სამოტივაციო წერილის სწორად შედგენა კიდევ უფრო გაზრდის დასაქმების შანსს.
სემინარ-ტრენინგი 1 ოქტომბერს 15 სააათზე ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარდება, მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოგვმართონ შემდეგ მისამართზე; ხულო, თამარ მეფის ქუჩა №12 ან დაგვიკავშირდნენ, ტელ: (995 577) 27 87 16 (995 577) 27 87 18
8 ოქტომბერი 15 საათი შუახევის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქუჩა № 3, ტელ: (995 577) 27 87 14 (995 577) 27 87 15
15 ოქტომბერი 15 საათი ქედის მუნიციპალიტეტი, მერაბა კოსტავას ქ № 3 ტელ: (995 577) 27 87 15 (995 577) 29 19 15
22 ოქტომბერი 15 საათი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ფრიდონ ხალვაშის ქ № 501 , ტელ: (995 577) 27 87 09 (995 577) 27 87 04
29 ოქტომბერი 15 საათი ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აღმაშენებლის ქ № 141 , ტელ: (995 577) 27 87 06 (995 577) 27 87 05
მასალის გამოყენების პირობები