15 სექტემბრიდან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა ჩამონათვალს 772 წამალი დაემატება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები საბოლოო არაა და შესაძლებელია ის კიდევ შეიცვალოს.
,, იდეალურად არც ერთი რეფორმა არ მიდის, გვქონდა, რა თქმა უნდა, ხარვეზები რომელსაც გიდასტურებთ. ასეთი ფორმის ცვლილებას ყოველთვის მოსდევს გარკვეული უკმაყოფილება. Aარ ვფიქრობ, ჩვენ რომ გადაგვეწია გნებათ ერთი წლით, ან ხუთი წლით ეს რეფორმა უფრო ნაკლები პრობლემა დაგხვდებოდა", _განაცხადა სერგეენკომ.
მისივე განცხადებით, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სიაში ცვლილებების შეტანა ჯანდაცვის უწყებას ფარმაცევტთა ასოციაციამ შესთავაზა.
ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტა ჩამონათვალს შემდეგი დასახელების მედიკამენტები დაემატა: ანტივირუსული საშუალებები, ოფთალმოლოგიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ყურის წვეთები; ადგილობრივი დერმატოლოგიური გამოყენების ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებები ვიტამინები და (საინექციო წამლის ფორმები.); მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები;. არასტეროიდული ანთების საშუალებები (საინექციო წამლის ფორმები); .ჰეპატოპროტექტორული საშუალებები; რეჰიდრატაციისა და დეზინტოქსიკაციური საშუალება ელექტროლიტური ხსნარები, ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოიული; ბიოგენური სტიმულატორები; ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებები; იმუნომოდულატორები; ანტიმიკოზური საშუალებები.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტების უდიდესი ნაწილი ურეცეპტოდ აღარ გაიცემა.
რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი (I და II ჯგუფი)
იხილეთ ბმული: I ჯგუფი
II ჯგუფი
რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი
იხილეთ ბმული: III ჯგუფი