„რუსეთი გაყინულ [მბჟუტავ] კონფლიქტებს მეზობლებზე გავლენის მოსახდენად იყენებს. კრემლს იგივეს გაკეთება სურს უკრაინაშიც", - ნათქვამია „უილ სთრით ჯორნალში: გამოქვეყნებულს სტატიაში (ავტორი ჯეიმს მარსონი), რომელშიც, პოსტსაბჭოთა და პოსტიუგოსლავურ სივრცეში არსებულ კონფლიქტებთან ერთად, საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიცაა მოხსენიებული.
„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი
როგორც კი საბჭოთა კავშირმა დაშლა დაიწყო, სამხრეთ ოსეთში ოსმა და აფხაზეთში - აფხაზმა სეპარატისტებმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს იმ მიზნით, რომ საქართველოს გამოყოფოდნენ და ეს ტერიტორიები თვითონვე ემართათ. მოგვიანებით მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, გადაიფიქრა მათი ანექსია და უზარმაზარი ფინანსური დახმარებით უზრუნველყო. 2008 წელს მომხდარ ახალ ომში რუსეთის არმია ჩაერია და თბილისის ძალები გააძევა. ეს სადაო ტერიტორიები საქართველოს ხელს უშლის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, რომელსაც მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება".