ბოლო დღეებში გახმაურებულ კრიმინალურ ფაქტებს პრემიერ-მინისტრის ეხმაურება. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ის ბოლო სამი დღეა ხედავს ისტერიკას, რომელსაც ხელოვნურად ტელევიზიები ქმნიან. მისი შეფასებით საქართველოში კრიმინოგენული სიტუაცია სტაბილურია.
„ეს ბოლო სამი დღე მე ვხედავ ისტერიკას, რომელიც ტელევიზიებში მიზანმიმართულად მიმდინარეობს და ხელოვნურად ხდება ამ თემების აწევა. მინდა შევეხო კრიმინოგენურ ვითარებას საქართველოში. პირველი, საქართველოში , მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ კრიმინოგენული ვითარება არის სტაბილური და ჩვენი სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი იყოს კონტროლის ქვეშ და შინაგან საქმეთა მინისტრი და მთლიანად სამინისტრო არის მთლინად მოტივირებული. 24 საათის განმავლობაში მუშაობენ პოლიციელები და მინდა ავღნიშნო, რომ ფასდაუდბელია მათი შრომა",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა