მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო ნიუ-იორკის მეტროში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. განცხადებას ამის შესახებ ვაშინგტონის მეტროპოლიტენის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
ვაშინგტონის მეტროპოლიტენის სამმართველოს ბრიგადები შემთხვევით შერჩეულ სადგურებში შემოწმებებს ატარებენ.
ვაშინგტონის მეტროპოლიტენის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მეტროსადგურების დასახელება სადაც შემოწმებებს ატარებენ წინასწარ არ ხმაურდება.
"პოლიციის სამმართველოს ყველა თანამშრომელი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ვაშინგტონში 12-13 აპრილს დაგეგმილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დასრულებამდე შენარჩუნდება.
ამას გარდა, ვაშინგტონის ქუჩებში ასევე მოიმატა პოლიციელების რაოდენობამ, რომლებიც ძაღლებთან ერთად პატრულირებენ.