აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს პირადად მიუსამძიმრა.
მედვედევი-ობამას სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
მათი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს მარაკ ობამამ აღნიშნა, რომ სურს რუსეთის მოსახლეობამ იცოდეს, რომ ამერიკელი ხალხი ტერორიზმთან ბრძოლაში მათ გვერდით დგას და მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს ბოროტება დასძლიონ და დამნაშავეები დაისაჯონ.
რუსეთის პრეზიდენტმა თავის მხრივ აშშ-ს პრეზიდენტს მწუხარების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა აშშ-ს და რუსეთის ერთ-ერთი დამაკავშირებელი სფეროა.
"აუცილებელია ძალების გაერთიანება, რომ ტერორიზმის საფრთხემ მთელი პალანეტის ოკუპირება არ მოახდინოს", - აღნიშნა მედვედევმა ობამასთან სატელეფონო საუბარში.
ამასთან, სახელმწიფო მეთაურებმა აღნიშნეს, რომ ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვანია საკითხებს პრაღაში შეხვედრის დროსაც განიხილავენ, სადაც სტრატეგიული საბრძოლო იარაღის შემცირების შესახებ ახალ შეთანხმებას გააფორმებენ.
მასალის გამოყენების პირობები