მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორ ქალსა და ერთ მამაკაცს ეძებენ. მამაკაცი გვარად _ მატაევია. ინფორმაცია ამის შესახებ "ლაივ ნიუსს" სამართალდამცავ ორგანოებში არსებულმა წყარომ მიაწოდა.
"ერთი ქალი 25 წლისაა, მას სლავური გარეგნობა აქვს. მეორე ქალი დაახლოებით 40 წლამდეა. მამაკაცი 30 წლისაა, მისი სიმაღლე 180 სმ-ია. მას წვერი აქვს", _ აცხადებს წყარო.
მათივე ინფორმაციით, გარდა გვარისა ტერორისტი ქალების თანამონაწილის შესახებ მეტი ცნობილი არაფერია. ამას გარდა, ტერაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე თვითმხილველებმა მეტროში სამი ქალი შენიშნეს, რომელთაც საეჭვო გარეგნობა ჰქონდათ. ისინი ყვებიან, რომ ერთ ქალი პირდაპირ მეტროს ვესტიბიულში დაემხო მუხლებზე და ლოცვა დაიწყო.
ამჟამად რუსი სამართალდამცავები, რომლებიც გამოძიებაში არიან ჩართულნი რამდენიმე მისამართს ამოწმებენ, სადაც სავარაუდოდ შეიძლება ტერორისტები იმყოფებოდნენ. ამას გარდა, მუშაობა მიმდინარეობს იმ პერიოდში განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე, იმისათვის რომ შემოწმდეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა მართლაც სატელეფონო ზარით ამოქმედდა და თუ არა. ამას გარდა, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქებში ტერორისტების თანამზრახველთა ძიება უწყვეტად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ორი ქალი ტერორისტისგან დარჩენილი ნარჩენები მხოლო იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ისინი დაახლოებით 18-20 წლის არიან და მათ კავკასიური გარეგნობა აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები