შაჰიდი ქალები რომლებმაც მოსკოვის მეტროპოლიტენში ტერაქტები მოაწყვეს შესაძლოა ბოევიკთა ცნობილი იდეოლოგის და რუსეთში განხორციელებული მრავალი ტერაქტის ორგანიზატორის საიდ ბურიატსკის (ალექსანდრე ტიხომიროვის) მომზადებული იყვნენ, თავად საიდ ბურიატსკი კი მარტის დასაწყისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" ავრცელებს სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
გამოძიების ინფორმაციით, საიდ ბურიატსკიმ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში დაახლოებით 30 მდე პოტენციური შაჰიდი შეაგროვა, რომელთა მომზადებაც მედრესში, თურქეთში დაიწყეს. ამის შემდეგ კავკასიაში მათ მომზადებას თავად ტიხომიროვი აწარმოებდა. გამომძიებლები ასევე აცხადებენ, რომ ამ 30 შაჰიდისაგან ცხრამ უკვე მოახდინა თვითაფეთქება. გამომძიებლები ასევე მიიჩნევენ, რომ მეტროპოლიტენში ტერაქტი სწორედ მომზადებული ჯგუფის წევრმა შაჰიდმა ქალებმა ჩაიდინეს.
ამას გარდა, გამოძიება ასევე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქება არის შურისძიება ბოევიკების მოკლული ლიდერებისათვის მაშინ ეს აქცია სავარაუდოდ ერთჯერადი ხასიათისაა.
თუმცა, თუკი ეს შაჰიდი ქალები ტიხომიტოვის მიერ მომზადებული შაჰიდების ჯგუფებიდან იყვნენ, მაშინ ეს აფეთქებებში მხოლოდ დასაწყისია გამოუცხადებელი ტერორისტული ომისა. რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ბოევიკების ლიდერმა დოკუ უმაროვმა დიდი ხნის წინ დადო პირობა იმისა, რომ ომი მთელი რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელდება.
მეორე რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცი" კი მომხდარის სხვა ვერსიაზე საუბრობს და წერს, რომ მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების უკან ცნობილი ტერორისტი პაველ კოსოლაპოვი დგას. მათი ვერსიით მეტროში ამჟამად მომხდარი აფეთქება ხელწერით ძალიან ჰგავს 2004 წელს მომხდარ აფეთქებას, მაშინ როდესაც აფეთქების შედეგად 41 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, ამასთან ერთად, "მოსკოვსკი კომსომოლეცის" არც იმას გამორიცხავს, რომ აფეთქება საიდ ბურიასტსკის მოწყობილი იყო. გაზეთის ინფორმაციით, მართალია შაჰიდებს ბურიატსკი ამზადებდა, მაგრამ ისინი მაინც დოკუ უმაროვს ემორჩილებიან.
მოსკოვში ჩადენილ ტერაქტს საიდ ბურიატსკის ასევე უკავშირებს "როსიისკაია გაზეტა".
"კომერსანტის" ინფორმაციით, მოსკოველ სამართალდამცავებს აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ სავარაუდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადღაც სატრანსპორტო ობიექტებზე ტერაქტი მზადდებოდა. გაზეთის ინფორმაციით, სამართალდამცავებს შესაძლო ტერაქტის შესახებ სავარაუდო ინფორმაცია ზუსტად სამჯერ მიაწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები