უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთბები უნდა გაწყვიტოს, რასაც რუსეთის ფედერაციის მიერ უკარინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების შეჭრა განაპირობებს. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.
„უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა წარმოაჩინოს თავისი პოზიცია რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და შემოიღოს სამხედრო მდგომარეობა",- აცხადებს გერაშენკო.
მისივე თქმით, დადგა დრო დასავლეთის ქვეყნები ჩამოყალიბდნენ თუ ვისთან არიან - „ტირან და აგრესორ პუტინთან" თუ დემოკრატიულ უკრაინასთან.