მოსკოვის მეტროში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-დე გაიზარდა, დაშავებულია 72 ადამიანი, მათგან 26-ის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამის შესახებ რუსული პრესა იუწყება.
აფეთქების ადგილას გუშინ სამგლოვიარო აქცია გაიმართა ყველა მსურველს შეეძლო შემთხვევის ადგილზე ყვავილები მიეტანა და სანთლები დაენთო. აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შემთხვევის ადგილზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თაიგულით მივიდა და ტერორისტების განადგურების პირობა დადო.
"ეს მხეცებმა ჩაიდინეს, მათი საქციელი დანაშაულია. ჩვენ მათ ვიპოვნით და გავანადგურებთ, ისევე როგორც გავანადგურეთ ყველა, ვინც დაგეგმა აფეთქება "ნევის ექსპრესში", მაგრამ ეს მთავრი არ არის - ჩვენ ხალხს ვეღარ დავიბრუნებთ. ამიტომაც ჩვენი მთავრი გამოწვევაა ავუხსნათ მოსახლეობას, როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში, ამასთან მოვუწოდებ მთავრობას, შეიქმნას ტრანსპორტის კონტროლის ეფექტური სისტემა. რაც შეეხებათ დაშავებულებს ჩვენ მათ დავეხმარებით და მათთვის ვილოცებთ", - განაცხადა მედვედევმა.