ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ინიციატივით 23 აგვისტოს, ნახიჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში აჭარიდან 22 ბავშვი გაემგზავრა.
ბავშვები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და აზერბაიჯანის კონსულმა გუსეინ ნაჯაფოვმა გააცილეს.
ბრონქული ასთმით და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვები სანატორიულ-კურორტული მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გაივლიან. ბავშვებს ნახიჭევანში მშობლებთან ერთად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორი წარმომადგენელი გაჰყვა.