თბილისის მერი დავით ნარმანია საერთაშორისო საავტომობილო ტურისადმი - "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საზეიმო ღონისძიება ჩინური საინვესტიციო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფის" მიერ გახსნილ "თბილისის ზღვის პლაზაში" გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი, ჩინეთის მხრიდან კი ოფიციალური პირები დაესწრენ. საერთაშორისო საავტომობილო ტურში - "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" ჩინეთის ცენტრალური ტელე-რადიო არხების, ბეჭდური მედიის, ინტერნეტ გამოცემებისა და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ცნობილი ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფები მონაწილეობენ. "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მასშტაბური კულტურულ-ეკონომიკური მედიაღონისძიებაა, რომელმაც სტარტი 2014 წლის 19 ივლისს ჩინეთის ქალაქ სიანში (ისტორიულად აბრეშუმის გზის სათავე) აიღო. ჯგუფი საქართველოში 20 აგვისტოს შემოვიდა. "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" ექვსი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ექსპედიციის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება.
მასალის გამოყენების პირობები