21 აგვისტოდან, ბათუმის რეფერალური საავადმყოფო ადგილობრივ მოსახლეობას ერთი კვირის განმავლობაში სკრინინგ დიაბეტის უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებს. გამოკვლევები სისხლში შაქრის განსაზღვრას და მის დროულად აღმოჩენას გულისხმობს. ასევე ყველა მსურველს საშუალება ექნება კონსულტაცია გაიაროს ექიმთან.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის რეფერალური საავადმყო სკრინინგის ჩატარებას აჭარის ბავშვთა სახლშიც გეგმავს. გამოკვლევები 200-მდე აღსაზრდელს ჩაუტარდება.
აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მანანა ფაღავა გაეცნენ.