უკრაინა, რუსეთის ფედერაციის „ჰუმანიტარული ტვირთის" კოლონის შესვლას მის ტერიტორიაზე განიხილავს როგორც შეჭრას. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავჯდომარემ ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა.
„ჩვენ ამას ვუწოდებთ პირდაპირ შემოჭრას, ცინიკურად, „წითელი ჯვრის" საფარქვეშ", - განაცხდა სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, არც ავტომაქანებს და არც მძღოლებს არაფერი საერთო არ აქვთ სამოქლაქო პირებთან, რადგან მძღოლებს შორის არიან ადამიანები, რომლებსაც უშაუალოდ აქვთ მიღებული მონაწილეობა ადამიანების წამებაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ მძღოლების უმეტესობაზე რუსეთის ფედერაციის პასპორტები გაცემულია 9-10 აგვისტოს.
ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა, რომ ოპერაციას რუსეთის ტერიტორიიდან ხელმძღვანელოსბ რუსი გენერალი.
„ამ დროისთვის სამხედრო ძალის გამოყენება საზღვრის დამრღვევთა წინააღმდეგ არ იგეგმება", - განაცხადა ვალენტინ ნალივაიჩენკომ.