დღეს, 30 მარტს, მოსკოვში მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით გლოვის დღეა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის მერმა იური ლუჟკოვმა მიიღო.
რუსეთის დედალქალქში გადაიდება ყვლეა გასართობი ღონისძიება.
მოსკოვის მეტროში 29 მარტს ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" 07:56 საათზე, მეორე კი "პარკ კულტურიში" 08:39 საათზე დაფიქსირდა. ტერორისტული აქტის სედეგად დაღუპულია 38, სხვადასხვა დაზიანება მიიღო 70-მდე ადამიანმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავები რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. მოსკოვის პროკურორის იური სიომინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულიყო.