ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) რუსეთს რეკომენდაციით მიმართა, რომ 2018 წლის ჩემპიონატის ჩასატარებელი ქალაქების რაოდენობა 13-დან 9 ქალაქამდე შეამციროს. როგორც უცხოური მედია იტყობინება, კრიზისის შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გახდა შესამჩნევი, როდესაც გამოიკვეთა, რომ რუსეთის სპორტის სამინისტროს შესაბამისი ინფრასტრუქტურის და სტადიონების მშენებლობისათვის ფული არ ჰყოფნიდა.
თუმცა რუსეთის რომელი ქალაქები გამოეთიშებიან მსოფლიო ჩემპიონატს ამ დროისათვის დადგენილი არ არის. საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ სექტემბრისთვის გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები