19 აგვისტოს, 15:00 საათზე ანაკლიაში პარაკლისს გადაიხდიან. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"19 აგვისტოს, სამშაბათს, ფერისცვალების დღეს, ზუგდიდში, 10.00 საათზე ივერის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა ჩატარდება, რომელსაც აღავლენენ საქართველოს ელესიის წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება.
15.00 საათზე კი გადახდილი იქნება პარაკლისი ანაკლიაში.
ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ამ დღეს დაბრძანებული იქნება ღვთისმშობლის კვართი და მორწმუნეთ საშუალება ექნებათ, მიეახლონ მას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.