ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამა მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"ეს არის შემზარავი ფაქტი და რუს ხალხს თანავუგრძნობთ. ამერიკელი ხალხი ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად რუს ხალხს ერთად გამოდის. სულიერად კი იმ ადამიანებთან ვარ, ვინც დღეს აფეთქების დროს დაშავდა", - ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, “ლუბიანკასა” და “კულტურის პარკში” აფეთქება ადგილობრივი დროით, 07:52 და 08:32 საათებზე მოხდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ამ დროისთვის 38 დაღუპულის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. დაჭრილთა რაოდენობა კი, 65-მდე გაიზარდა.
მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალებმა განახორციელეს.
მასალის გამოყენების პირობები