საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც მხარეებმა ნატო-ს სამიტზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს. სამიტის კონტექსტში ლიდერები კონკრეტულ სამუშაო მექანიზმზე შეთანხმდნენ, რომლის თაობაზეც ლიდერები უელსის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრის დროს უფრო დეტალურად იმსჯელებენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და ბრონისლავ კომოროვსკიმ უკრაინაში შექმნილი ვითარებაც განიხილეს და ყურადღება რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს.