უკრაინის ეროვნული გვარდიის დანაყოფებმა ლუგანსკის მხარის ქალაქი გორნოე გაათავისუფლეს და დასახლებული პუნქტი შეიარაღებული ტერორისტებისგან გაწმინდეს. პირად შემადგენლობას დანაკარგები არ განუცდია.
„უკრანის სახელმწიფო დროშები აღიმართა ქალაქის ადმიანისტრაციისა და კულტურის სახლის შენობებზე. ქალაქის შემოსასვლელებში განლაგებულია საკონტროლო გამშვები პუნქტები", - ნათქვამია უკრაინული მედიის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
ქალაქში მუშაობას იწყებს პოლიცია, რომელიც კრიმინოგენული მდგომარეობის სტაბილიზაციას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს.