ბაჩო ახალაიას ადვოკატი ამბობს, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია და ამ საქმეზე დასკვნა ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა,სხვადასხვა საგამოძიებო ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მათი მტკიცებით, ბარბარე რაფალიანცის ლიკვიდაცია "ქართული ოცნების" ლიდერებმა დაგეგმეს და წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაციის მიზნით განახორციელეს.
ადვოკატი მოითხოვს, რომ მთავარმა პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანია და კოალიციის სხვა ლიდერები დაკითხოს. მათი განმარტებით, რაფალიანცის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია "ქართული ოცნების" წევრებმა მიაწოდეს, თუმცა წყაროს არ ასახელებენ.
რომეო საჯაია კიდევ ერთ დეტალზე აკეთებს აქცენტს. ის ამტკიცებს, რომ გეგმის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ეროსი კიწმარიშვილს, ასევე მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს.
რა მტკიცებულებები აქვთ არასამთავრობოებს აღნიშნლ საქმესთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია. მასალების გასაჯაროებას ისინი მოგვიანებით გეგმავენ.