თბილისის მერიისა და გამგეობის თანამშრომლებს სამსახურის დატოვებას აიძულებენ - ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" სევდია უგრეხელიძე ავრცელებს. დეტალებზე მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი დღევანდელ ბრიფინგზე აპირებს საუბარს.
"ადამიანები, როგორც მერიის სტრუქტურულ ერთეულებში, ასევე გამგეობებში ზეწოლის ქვეშ არიან. ვინც არ თანხმდება და არ წერს განცხადებას, მათ ემუქრებიან შემოწმებით, ითხოვენ მათი საქმიანობის სამთვიან ანგარიშებს. ესენი საჯარო მოხელეები არიან, რომელთაც თავიანთი მოვალეობის შესრულება ევალებათ და შეასრულებენ კიდევაც პირნათლად. ასეთი ფორმით მათი სამსახურიდან გაშვება არის სრულიად მიუღელებლი და კანონთან შეუსაბამო და მეტიც - ეს არის დანაშაული",-აცხადებს უგრეხელიძე.
მასალის გამოყენების პირობები