თბილისსა და გურჯაანში მოლდოვას რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება გაიხსნება. როგორც მთავრობის №1337 განკარგულებაშია აღნიშნული, მთავრობამ საკონსულოების გახსნაზე შესაბამისი თანხმობა გასცა.
უფრო კონკრეტულად კი მთავრობის მიერ თანხმობაა გაცემული:
გურჯაანში , საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით, მოლდოვას რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქით - კახეთის რეგიონი ) გახსნის თაობაზე;
და ასევე, ქ. თბილისში , საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით, მოლდოვას რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქით - ქ. თბილისი ) გახსნის თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები