მოსკოვის რკინიგზის სადგურები და აეროპორტები ამ დილიდანვე საგანგებო კონტროლზეა აყვანილი. განცხადება ამის შესახებ რუსეთის რკინიგზისა და აეროპორტის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
"მოსკოვის მეტროში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით, შს სამინისტროს სამმართველოს პირადი შემადგენლობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გაძლიერებულია პატრულირება სადგურებსა და აეროპორტებში. გამკაცრებულია საპასპორტო რეჟიმი", _ იუწყება რუსული მედია. აეროპორტებში _ ვნუკვოში, დომოდედოვოში და შერემეტიევოში ავიარეისების გადადებას და შეყოვნებას ადგილი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში ამ დილით მომხდარ ორ აფეთქებას ბოლო მონაცემებით 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები