ქართველ მეწარმეებს უკრაინაში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმში - "უკრაინის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის აწმყო და მომავალი", მონაწილეობის შანი ეძლევათ. როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, 23-25 სექტემბერს, კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, დაგეგმილია საერთაშორისო ფორუმის ჩატარება. ფორუმი უკრაინის მთვრობის პატრონაჟითდა უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის სამინისტროსა და შპს "საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი"-ს ორგანიზებით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები