თბილისის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცახდებით,დედაქალაქის ახალმა მერმა დავით ნარმანიამ მათი ფრაქციების წევრებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, რაც, შესაბამისად, ოპოზიციასთან თანამშრომლობის უარის ტოლფასია. როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა-,,თბილისი''თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განმარტა ხელისუფლება ოპოზიციის არსებობის წინააღმდეგია.
,,მიუხედავად ამისა, თბილისელების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ კომისიების სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე უარს არ ვიტყვით და თბილისის მთავრობის წევრობის კანდიდატებს ყველა იმ შეკითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის არის საინტერესო და აქტუალური,''-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ისინი კონსტრუქციულად იყვნენ განწყობილნი და მიიჩნევდნენ, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კონსესუსით მუშაობა საქმისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, თუმცა, მთავრობის წევრები მუშაობის ამგვარ სტილს აპრიორი უარყოფენ.
საკრებულოს დეპუტატები დღეს თბილისის მერის დავით ნარმანიას და მისი გუნდის პროგრამას გაეცნობიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ელოდებიან.
მთავრობის ახალი შემადგენლობა დეპუტატების წინაშე საკუთარ გეგმებს წარდგენენ, ასევე უპასუხებენ დასმულ შეკითხვებსაც. რაც შეეხება მათ დამტკიცებას, საკრებულოს სხდომაზე საკითხს ხვალ ურყიან კენჭს.
არსებული ინფორმაციით, საკრებულოს უმცირესობა თბილისი მთვარობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.