დღეს ამერიკაში ქ. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეაზე საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიიდან დელეგაცია გაემგზავრება. გაეროს ასამბლეა წლის ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელიც გენერალუ შტაბ-ბინაში იმართება და ესწრებიან დელეგაციები გაეროს ყველა წევრი ქვეყნიდან.
გენერალურ ასამბლეაში სპეციალური მოწვევით იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და აკადემიკოსები, რომლებიც შეიმუშავებენ რეზოლუციებს და პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს სხვადასხვა სფეროში. ქართული მხრიდან დელეგაციაში შედიან ოფიციალური პირები საჯარო სექტორიდან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დელეგაცია საქართველოში გაეროს მიერ ოფიციალური ექსკლუზიური უფლების მინიჭების საფუძველზე საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიამ შეადგინა.
როგორც აკადემიის დამფუძნებელი - თეონა ლავრელაშვილი აცხადებს - „ძალიან სასიხარულოა, რომ გაეროს საქართველოს დელეგაცია დიდი შემადგენლობით ესტუმრება, რომელიც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ყველა სესიასა და შეხვედრაში. ვაპირებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ხაზგასმას და საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ ერთხელ ჩვენებას, რომ საქართველოს ერთიანობის იდეა ჩვენი თაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".
დიპლომატიური მისია ამერიკაში 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და დელეგაციას უმასპინძლებენ ვაშინგტონში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც გაიმართება ოფიციალური შეხვედრები და დაიგეგმება მომავალი თანამშრომლობის გეგმები.
მასალის გამოყენების პირობები