აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და თავი შეიკავონ ცეცხლის შეწყვეტის გამყოფ ხაზზე შურისძიების აქციების განხორციელებისაგან, სადაც ძალადობის ახალი ტალღის აგორების შედეგად დაღუპულნი არიან აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა გააკეთა.
„აშშ შეშფოთებულია ძალადობის ესკალაციით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს სასწრაფოდ მიიღონ ზომები იმისათვის რათა შეამცირონ დაძაბულობა და პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს", _ აცხადენს ჰარფი და აღნიშნავს, რომ ძალადობის გაგრძელება მხოლოდ გაართულებს მშვიდობიან დარეგულირებას.
მისივე თქმით, აშშ მოუწოდებს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შეხვდდნენ პირველივე შესაძლებლობისთანავე და განაგრძონ დიალოგი საკვანძო საკითხებზე.
„ასევე მოვუწოდებთ მხარეებს მიიღონ ეუთოს თავმჯდომარის მიწვევა და დაიწყონ მოლაპარაკებები, რომლებიც შესაძლოა მშვიდობიანი შეთანხმების გაფორმებით დასრულდეს", _ განაცხადა მარი ჰარფმა.
მასალის გამოყენების პირობები