თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ინსტიტუციონალურად გამართული და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული თავდაცვის სისტემის შექმნა", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მტავრობის მიზანს წარმოადგენს ასევე, ნატოსთან თავსებადი, პროფესიონალი, ღირსეული და ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების ადეკვატური შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება.
"შესაბამისად, განსაკუთრებული პრიორიტეტია ალიანსში გაწევრიანების ყველა წინაპირობის დაკმაყოფილება და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ქმედითი წვლილის შეტანა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს.