მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტი, სავარაუდოდ, შაბათს, 26 ივლისს დაამტკიცებს. როგორც ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა საკანონმდებლო ორგანო არ ისარგებლებს 7-დღიანი ვადით და მინისტრთა ახალ შემადგენლობას შაბათს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.
,,პარლამენტი არ ისარგებლებს 7-დღიანი ვადით, რადგან მნიშვნელოვანია ეს შემჭიდროვებულ პერიოდში მოხდეს. ვფიქრობ, პარლამენტი მინისტრთა ახალ შემადგენლობას შაბათს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს განახლებული მთავრობის შემადგენლობა გადაუგზავნა. პრეზიდენტი განახლებული მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს, სავარაუდოდ, ხვალ გადაუგზავნის.ხოლო პარლამენტს ერთი კვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ გადაწყვიტოს გამოუცხადებს თუ არა ნდომას მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას.