პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 15.00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი, სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრებს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში პირველი საკადრო ცვლილებები განახორციელა. პრემიერმა თანამდებობიდან 7 მინისტრი გაათავისუფლა.თანამდებობები დატოვეს:სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა;გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუა გოგალაძემ;ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ;რეგიონული განვითარების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ;დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.