2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება იწყება.როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აცხადებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უნარ-ჩვევებში გამოცხადდება.
მიმინოშვილი წლევანდელ ეროვნულ გამოცდებს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ აბიტურიენტებმა ყველაზე კარგი შედეგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე უცხო ენის გამოცდაში აჩვენეს.
უნარ-ჩვევებში გამოცდის შედეგები ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოცხადდება.