21-22 ივლისს, ბათუმში, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია გაიმართება, რომლის მიზანია საქართველოს პროგრესის შეფასება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთს, ჩეხეთის რესპუბლიკას, უნგრეთის, სლოვაკეთისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტების წევრები, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს წარადგენს პარლამენტისა და მთავრობის მაღალი რანგის დელეგაცია.