საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია გულისხმობს ფართომასშტაბიან რეფორმებს, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს. როგორც პარლამენტში გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით, შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციებს ასოცირების საბჭოს.
,,საგულისხმოა, რომ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით, შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციებს ასოცირების საბჭოს.ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია გულისხმობს ფართომასშტაბიან რეფორმებს, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე. შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროში ეტაპობრივად დანერგოს ევროპული სტანდარტები და საკანონმდებლო ბაზა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას, მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული გონივრული ვადების შესაბამისად", _განაცხადა ფანჯიკიძემ.