აფხაზეთის ე.წ. ცესკომ ე.წ. პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირა. აფხაზური ე.წ. ცესკოს მიერ დარეგისტრირებულნი არიან: ასლან ბჟანია, ლენიდ ძაფშბა, რაულ ხაჯიმბა და მერაბ ქიშმარია. განცხადება ამის შესახებ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ ბათალ ტაბაღუამ სოხუმში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„რეგისტრაციაზე პრეზიდენტობის კანდიდატად უარი ეთქვა ყოფილ ვიცე-პრემიერს ბესლან ეშბას სახელმწიფო ენის ცოდნის შესახებ ლინგვისტური კომისიის დასკვნის საფუძველზე", _ განაცხადა ტაბაღუამ.
შეგახსენებთ, რომ ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 24 აგვისტოს უნდა გაიმართოს.