გალის რაიონის სამი ოლქის და ტყვარჩელის რაიონის ერთი ოლქის ამომრჩევლები აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. განცხადება ამის შესახებ დღეს სოხუმი გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ე.წ. დეპუტატებმა ასლან კობახიამ და ახრა ბჟანიამ გააკეთეს.
კობახიას ამ 4 რაიონის მცხოვრებლებს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქის პასპორტები უკანონო კომისიების მიერ ჰქონდათ გაცემული. კობახიას თქმით, ჩატარდება შემოწმება და მათ ვისაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს ახალ ე.წ. აფხაზურ პასპორტებს მისცემენ.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეობის გამო აფხაზური კანონმდებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.
„ასლან კობახიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის პარლამენტი ამ საკითხის განხილვას აპირებს და სავარაუდოდ სასჯელის სახით იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დიდი ჯარიმა",_ წერს აფხაზური მხარე.
„გალის რაიონი იყო არის და იქნება და ახალ პასპორტებს აფხაზეთის ნამდვილი მოქალაქეები მიიღებენ",- განაცხადა კობახიამ და აღნიშნა, რომ შეცვლის პერიოდში ახალი პასპორტების გადამოწმება მოხდება და ადამიანს, რომელსაც აფხაზეთის მოქალაქეობა არ აქვს „ცხოვრების უფლების" ცნობას მისცემენ, რომელიც მას არ აძლევს უფლებას არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ აძლევს უფლებას აფხაზეთში იცხოვროს".
მასალის გამოყენების პირობები