"გილოცავთ არჩევნების ასეთი წარმატებით დასრულებას, ვულოცავ მთელ საქართველოს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვება ყველა ამორჩეველს მიულოცა და აღნიშნა, სიმბოლურია არჩევნებში გამარჯვება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაემთხვა.
„ვულოცავ თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერს. როგორც ჩვენ არჩევნებამდე ვამბობდით ყველა ქალაქში, რაიონში, სოფელში მოვიგებდით და ასეც არის. ჩვენ ყველგან მოვიგეთ დამაჯერებლად და სიმბოლურია, რომ გუშინ დაემთხვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაგვირგვინება. მე თავიდანვე ვგულშემატკივრობდი გერმანიას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.