დღეს, 14 ივლისს თბილისის ახლად არჩეული საკრებულო პირველ სხდომას გამართავს. Dდეპუტატები თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს ისტორიულ დარბაზში შეიკრიბებიან, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე და პირველი მოადგილე უნდა აირჩიონ.
ამასთან საკრებულოს წევრებს შეუძლიათ, საკრებულოს თავმჯდომარის კიდევ ორი მოადგილე და კომისიების თავმჯდომარეები შემდეგ სხდომაზეც აირჩიონ.
საკრებულოს სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი სევდია უგრეხელიძე გახსნის.