14 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი მურეი მაკკალი ეწვევა.
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ქართველ კოლეგას, მაია ფანჯიკიძეს შეხვდება. მინისტრები ხელს მოაწერენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის დეკლარაციას. საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების შეხვედრის შემდეგ გაიმართება მინისტრების ერთობრივი პრესკონფერენცია.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.