,,დღეს ჩვენ ვემშვიდობებით თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ თვალსაჩინო პოლიტიკოსს", _განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის Bსამგლოვიარო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, სწორედ ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება საქართველოს პროდასავლური კურსის ფორმირება.
,,ბატონი ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობის რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულების, ბერლინის კედლის დანგრევის და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში", _განაცხადა პრემიერმა.